Thursday, June 11, 2009

sveticxoveli




ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ სვეტიცხოველზე. მე ვიცი, რომ დღეს ჩვენი სტუმრები იმყოფებოდნენ მცხეთაში, სვეტიცხოველში. სვეტიცხოველი არის ტაძარი, რომელშიც ყველაზე უფრო ღრმად და ყოველმხრივედ არის არეკლილი საქართველოს სულიერი მისსია, ქართული სულიერება, ქართული ქრისტიანობა. თქვენ იცით, რომ ეს უჩვეულო ტაძარია. არც ერთ ქრისტიანულ ტაძარში, ყოველ შემთხვევაში მე ასე აგონია, არ არსებობს საკულტო სვეტი. სვეტი, უფროსწორედ, ორი სვეტი არსებობდა იერუსალიმის ტაძარში, სოლომონის ტაძარში. ხოლო აქ ქრისტიანული ტაძარია აგებული სვეტთან დაკავშირებით. თავდაპირველი საფუძველი ამ ტაფრისა იყო სვეტი. მისი აგების ისტორია უკავშირდება სვეტის აღმართვის ისტორიას. ხოლო ეს სვეტი სიმბოლურად განასახიერებს ცხოვრების ხეს ისტორიულადაც ამ ადგილას იზრდებოდა კედარი, რომელიც არის ცხოვრების ხის სიმბოლო, რომელიც მოიჭრა და შემდეგ ეს მოჭრილი კედერი ანგელოზებმა წმინდა ნინოს ლოცვით აღმართეს და ამ ადგილას აშენდა პირველი ტაძარი, პირველი ეკლესია წმინდა ნინოსი, ხოლო შემდეგ უფრო გვიან აშენდა სვეტიცხოველი, რომელიც არის ალეგორიული ტაძარი, ისევე როგორც სოლომონის ტაძარი იყო ალეგორიული.